Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემნები: ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოზიციები უნდა შეარბილონ


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ კომპრომისის მიღწევას, ორივე მხარის მიერ პოზიციათა შერბილება სჭირდება. პეტერ სემნების შეფასებით, თუ მხარეები შეთანხმებას პოლიტიკური და საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელების და საარჩევნო კოდექსის შეცვლის საკითხებში მიაღწევენ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა სხვა სახეს შეიძენს. გაზეთ „ვრემია ნოვოსტეის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში სემნები აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამიტომ მისი მომავალი სულერთი არ არის. გაზეთის შეკითხვას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში რუსეთის შესაძლო კვალის შესახებ, პეტერ სემნებიმ უპასუხა, რომ თბილისთან ახლოს რუსი სამხედროების ყოფნა გარკვეული ნერვიულობის მიზეზია, თუმცა, რუსეთი რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებს.
XS
SM
MD
LG