Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ნინოწმინდაში გაზსაცავის აშენებას გეგმავს


აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა ”დეი.აზ” ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ გაზსაცავის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. გაზსაცავის მშენებლობა ნინოწმინდაში იგეგმება, სადაც ბუნებრივი აირი მოიპოვება. წინასწარი გეგმით, გაზსაცავის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები 9 თვეში უნდა დასრულდეს, ობიექტის მშენებლობას კი დამატებით ორი წელი დასჭირდება. წყაროს თანახმად, არ არის ცნობილი ვინ დააფინანსებს პროექტს. თანადამფინანსებლად ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი” სახელდება. გაზსაცავი 400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზეა გათვლილი და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს 2-3 თვის მანძილზე უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით.
XS
SM
MD
LG