Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს განვითარების მეტ პერსპექტივას ხედავს


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბოლო რამდენიმე კვირაში საქართველომ დაამტკიცა, რომ გარეშე, თუ შიდა მცდელობების მიუხედავად, მდგრადი ქვეყანაა. ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე, ახალი პროექტების განხორციელებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უამრავი პრობლემის მიუხედავად, საქართველოს ახლა უფრო აქვს განვითარების პერსპექტივები და საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ოაზისი უნდა გახდეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, არსებული გაჭირვების ფონზე ეს თამამი განცხადებაა, თუმცა პროგრამები, რომელთა განხორციელებაც მთავრობის 4-წლიანი გეგმით არის გათვალისწინებული, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
XS
SM
MD
LG