Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება. ბაქრაძის თქმით, იგი შეეცდება, ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო შეხვედრები სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ტარდება. ამ გარემოებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის ხელისუფლებას უხდება ბევრი ისეთი რამის მოთმენა, რასაც ბევრი დემოკრატიული მთავრობა არ მოითმენდა, თუმცა “ხელისუფლება ამას აკეთებს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის”. ბაქრაძის თქმით, აუცილებელია, მოსახლეობამ თავისი თვალით დაინახოს ყველაფერი და საკუთარი დასკვნები გამოიტანოს. შეხვედრის ადგილის გადატანის გამო უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ: ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, მიუღებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სასტუმროში ვხვდები მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, დემოკრატიული კონსტიტუციის წინააღმდეგ იმოქმედოსო, - მოჰყავს “ინტერპრესნიუსის” სააგენტოს ელჩის სიტყვები.
XS
SM
MD
LG