Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილის საორგანიზაციო შტაბი აქციების გაგრძელებას გეგმავს


9 აპრილის საორგანიზაციო შტაბმა თბილისის მერიას წინასწარი გაფრთხილებით მიმართა აქციების ვადის გაგრძელების შესახებ. აქცია ერთდროულად დაგეგმილია რამდენიმე ადგილას: რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, ე.წ. ”მოდულის” შენობასთან, შსს-სთან, ”რუსთავი 2”- თან, სახელმწიფო კანცელარიასთან, თბილისის მერიასთან, მელიქიშვილის გამზირი - სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით, შავნაბადას რეზიდენციასთან. შეკრებებისა და მანიფესტაციების გაგრძელება 30 აპრილიდან 8 მაისამდეა დაგეგმილი. მანიფესტაციების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა 100.000 ადამიანს შეადგენს. საორგანიზაციო შტაბის სახელით გაფრთხილებას ხელს ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა და კოკა გუნცაძე აწერენ.
XS
SM
MD
LG