Accessibility links

logo-print

რუსეთმა საქართველოს სერჟანტ გლუხოვის გადაცემის მიმართვა გაუგზავნა.


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურას სერჟანტ ალექსანდრ გლუხოვის გადაცემის მიმართვა გაუგზავნა. გლუხოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დეზერტირობის მუხლითაა აღძრული. თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ოფიციალური მიმართვა ჯერჯერობით არ მიუღია.
XS
SM
MD
LG