Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა ბირთვული გამოცდით იმუქრება


ჩრდილოეთი კორეა მორიგი ბირთვული გამოცდით იმუქრება, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ბოდიშს არ მოიხდის იმის გამო, რომ გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება. ჩრდილოეთი კორეა ირწმუნება, რომ 5 აპრილს რაკეტის გასროლის მიზანი იყო თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანა. დასავლეთის ქვეყნები კი შიშობენ, რომ სინამდვილეში ჩრილოეთმა კორეამ გრძელ რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭომ რაკეტის გასროლა დაგმო და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრება გადაწყვიტა, ფხენიანი გამოეთიშა ბირთვული განიარაღების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებას და გამოაცხადა, რომ დაწყებული აქვს პროგრამა იარაღისთვის გამოსადეგი პლუტონიუმის დასამზადებლად.
XS
SM
MD
LG