Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში „წითელი ჯვრის“ ოფისი გაძარცვეს.


ცხინვალში „წითელი ჯვრის“ ოფისი გაძარცვეს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით ოფისში შეიჭრნენ ნიღბიანი პირები, რომლებმაც დაცვის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ორგანიზაციის ქონების ნაწილი გაიტაცეს. „წითელი ჯვარი“ აღნიშნავს, რომ მომხდარის მიუხედავად, ცხინვალში ჰუმანიტარული მისიის შესრულებას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს.
XS
SM
MD
LG