Accessibility links

logo-print

ბურჯანაძის თქმით, "საკანში" გადაღებული ნარკომანი არ არის მისი პარტიის წევრი


დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ უარყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთ-ერთ „საკანში“ გადაღებული პიროვნება, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარს, მისი პარტიის წევრია. ვიდეომასალა, რომელშიც საკანში მყოფი პირი ბურჯანაძის პარტიის წევრობაზე საუბრობს, ინტერნეტით და ქართული ტელეკომპანიების ეთერით გასულ ღამით გავრცელდა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ორგანიზებული ყველა პროვოკაციის სრულად გამოძიების შემდეგ, მზად არის სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს
XS
SM
MD
LG