Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ჩავიდა


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰიროფუმი ნაკასონე დღეს ირანში ჩავიდა. თეირანში ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე მართავს მოლაპარაკებას. ნაკასონე ხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის და პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს. შეხვედრების თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობა, ვითარება ავღანეთში და ირანის სადაო ბირთვული პროგრამა. მოლაპარაკებისას შეეხებიან ასევე საპატიმროში მყოფი ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის, როქსანა საბერის საკითხს, რომელსაც იაპონელი დედა ჰყავს.
XS
SM
MD
LG