Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობის ბრალდებით ექსპერტი ვახტანგ მაისაია დააკავეს


ჯაშუშობის ბრალდებით ექსპერტ ვახტანგ მაისაიას დაკავების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ „ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მაისაიას კავშირი დაადგინა.“ „მათგან მიღებული დავალებების შესაბამისად, ვახტანგ მაისაია ამზადებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა სხვადასხვა ინფორმაციას, რომლის ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა. მათ შორის ინფორმაციას საქართველოში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების, სამთავრობო ცვლილებების და ქვეყნის მიერ შეძენილი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის შესახებ“ - ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში. დღესვე მან გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სამინისტროს განმარტებით, ვახტანგ მაისაიას აღიარებით ჩვენებას ასახავს
XS
SM
MD
LG