Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიცია მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს


არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა დღეს განაცხადეს, რომ მზად არიან წინაპირობების გარეშე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ პრეზიდენტ სააკაშვილს დიალოგი მართლა სურს, ის ოპოზიციას უახლოეს დღეებში უნდა შეხვდეს. ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ მას არ სურს ვადების დასახელება, როდის შედგება შეხვედრა პრეზიდენტთან. დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთი მოსაზრებები გააცნეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს, პეტერ სემნების, რომელმაც თქვა, რომ მიესალმება დიალოგის დაწყების პერსპექტივას. უცნობი რჩება როდის და როგორი ფორმით გაიმართება შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან.
XS
SM
MD
LG