Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე პომპეზური სამხედრო აღლუმით აღნიშნა



მოსკოვში, წითელ მოედანზე პომპეზური სამხედრო აღლუმით აღინიშნა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 64-ე წლისთავი. ცერემონიის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, სხვა ქვეყნები გააფრთხილა არ გამოავლინონ აგრესია. ”ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას საკადრისი პასუხი გაეცემა” - განაცხადა მან. აღლუმს ათასობით მოქალაქე დაესწრო. 8 მაისს კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დმიტრი მედვედევმა გამარჯვების დღე ქართველ ხალხსაც მიულოცა. მისი განცხადებით, ქართველი და რუსი ხალხები ”არასდროს ყოფილან მტრები”. მედვედევის სიტყვებით, ”ორი სულიერად ახლობელი ხალხის ურთიერთმიზიდულობა დაგვეხმარება შეთანხმებულად განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი და პარტნიორული ურთიერთობები.”
XS
SM
MD
LG