Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაროკოში აფეთქება „ტერორისტულ თავდასხმად“ შეფასდა


მაროკოს ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ მარაკეშის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქება - რომელმაც 14 ადამიანი შეიწირა და 20-ის დაჭრა გამოიწვია - ტერორისტების მოწყობილი იყო. მთავრობის წარმომადგენელმა, ხალიდ ნასირიმ განაცხადა, აფეთქების უკან მდგარი ძალების დაკონკრეტებისთვის ჯერ „ძალიან ადრეაო“ - თუმცა აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა უწოდა. მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულებს და დაჭრილებს შორის უცხოელებიც არიან. ქალაქი მარაკეში ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაროკოში ბოლოს მასშტაბური ტერორისტული აქტი 2003 წელს, ქალაქ კასაბლანკაში მოხდა და 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG