Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ რუსეთში 16 ექსტრემისტი დახოცეს


რუსეთის მილიციის განცხადებით, ექსტრემისტების ლიდერი ასკერ ჯაპუევი და მისი ცხრაკაციანი ბანდა გაანადგურეს ოპერაციის შედეგად, რომელიც სამხრეთში მდებარე სტავროპოლის მხარეში განხორციელდა. ოფიციალურ პირთა ინფორმაციით, ჯაპაევი, რომელიც ექსტრემისტების ლიდერი იყო სტავროპოლის მოსაზღვრე ყაბარდო-ბალყარეთში, და მისი ბანდის წევრობაში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი (მათ შორის ორი ქალი) დახოცეს სოფელში, რომელსაც ისინი თავს აფარებდნენ. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ოპერაცია განახორციელეს მეზობელ დაღესტანში, სადაც კიდევ, სულ ცოტა, ექვსი ექსტრემისტი მოკლეს.
XS
SM
MD
LG