Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაროკოს მთავრობა ალ-ყაიდას ასახელებს აფეთქებაში ეჭვმიტანილებს შორის


მაროკოს მთავრობის განცხადებით, ტერორისტულ ქსელ ალ-ყაიდის რეგიონული ორგანიზაციაც მიეკუთვნება ეჭვმიტანილებს აფეთქებაში, რომელიც გუშინ მოეწყო ქალაქ მარაკეშში. დღეს 16-მდე გაიზარდა აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი. თავდასხმა მოეწყო კაფეში, რომელშიც ბევრი უცხოელი ტურისტრი ირევა და, შესაბამისად, დაღუპულებს შორის, სულ ცოტა, 11 უცხოელია. აფეთქება, როგორც „ტერორისტული აქტი“, დაგმეს მაროკოს მთავრობამ, გაეროს უშიშროების საბჭომ და შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG