Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება მიესალმა აშშ-ის კრიტიკას ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ მარკ ტონერის განცხადებას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახება ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტონერმა 30 აპრილს აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პრინციპებს და რომ აშშ კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. სერგეი ლავროვი 25-26 აპრილს ეწვია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, რომლებსაც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.
XS
SM
MD
LG