Accessibility links

პოლიტიკოსები ეხმაურებიან ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფაქტს


ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში ალ-ყაიდის ლიდერ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფაქტს ათასობით მოქალაქე მიესალმება. ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ეს ამბავი 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთა ახლობლებს შვებას მოგვრის. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაცია ”ამერიკის გამარჯვებაა”. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, ბინ ლადენის სიკვდილი ”დიდი შვებაა” მთელი მსოფლიოსთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს წარმატებული ოპერაცია მიულოცა.
XS
SM
MD
LG