Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში გაიმართება კონცერტი დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით


გაეროს თანახმად, ცნობილი ისრაელი დირიჟორი, დანიელ ბარენბოიმი უხელმძღვანელებს „მშვიდობის კონცერტს“, რომელიც სამშაბათს, ღაზის სექტორში გაიმართება. ბარენბოიმი უდირიჟორებს ევროპელი მუსიკოსებისგან შემდგარ ორკესტრს. ცნობა გაავრცელა გაეროს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში საგანგებო შუამავლის უწყებამ. ბარენბოიმი, თვითონ ისრაელისა და არგენტინის მოქალაქე, პალესტინელთა და ისრაელს შორის მშვიდობის თავგამოდებული მომხრეა.
XS
SM
MD
LG