Accessibility links

ოპოზიცია აცხადებს, რომ მხარეებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება რჩება


პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მხარეებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებაა. ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ისინი და სააკაშვილი საქართველოში არსებულ კრიზისს აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. „მას მიაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ. “ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ პოლიტიკური კრიზისის შესახებ ურთიერთხედვა გაცვალეს. „გარკვეულ საკითხებზე იყო საკმაოდ მძიმე საუბარი, მაგრამ მთავარია, რომ შეხვედრა შედგა და პოზიციები გავცვალეთ“ - განაცხადა ალასანიამ. პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკმაოდ ღია საუბრისას საკუთარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილს სრულად გადასცეს, თუმცა, მის მიერ კრიზისის შეფასება არაადეკვატურია. „ჩვენი გზები ჯერ არ იკვეთება“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა შარტავამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება რეალობას განსხვავებულად აფასებენ.
XS
SM
MD
LG