Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში ორი ტონა კოკაინი ამოიღეს


ვენესუელის ანტინარკოტიკული სააგენტოს დირექტორი ნესტორ რევეროლი აცხადებს, რომ პოლიციამ და ჯარისკაცებმა მირანდის შტატში შაბათს ჩატარებული რეიდისას ორ ტონამდე კოკაინი აღმოაჩინეს და სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის - ერთი კოლუმბიელი, ორი კი ვენესუელის მოქალაქე იყო. აშშ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტ უგო ჩავესის მმართველობისას ვენესუელა კოლუმბიური კოკაინის ტრანზიტის მთავარ პუნქტად იქცა.
XS
SM
MD
LG