Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი იაპონიაშია


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი იაპონიაშია, სადაც პოლიტიკურ და ბიზნეს-ლიდერებს შეხვდება. პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ტარო ასოსთან. რუსეთსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას მათ შორის, ნავთობის და ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რუსეთსა და იაპონიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელი არ მოუწერიათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის იმის გამო, რომ დღემდე დაობენ კურილიის კუნძულების გამო, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1945 წელს მიიტაცა.
XS
SM
MD
LG