Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იწყება კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკების V რაუნდი


18-19 მაისს ჟენევა მასპინძლობს კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებაში, შესაძლოა, არ მიიღოს მონაწილეობა აფხაზი სეპარატისტების მხარემ. ასეთი განცხადება დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა. მან მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ სოხუმს ჯერ არ მიუღია გაეროსაგან რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ ანგარიში. რუსული მხარე ჟენევის მოლაპარაკების ამ, მეხუთე შეკრებაზე აპირებს წამოაყენოს წინადადება ძალის გამოუყენებლობისა და საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ. საქართველოს დელეგაციაში, რომელიც წუხელ გაემგზავრა ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილობის მისაღებად, შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
XS
SM
MD
LG