Accessibility links

logo-print

სარდლობა ნატოს წვრთნის მიმდინარეობას აფასებს


ნატოს პროგრამით, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე სწავლების სარდლობამ დღეს წვრთნის პირველი ეტაპი შეაფასა. გენერალ ჯოვანი სავერეზეს განცხადებით, საშტაბო სწავლების მონაწილეებმა სამშვიდობო ოპერაციებისას შეთანხმებულად მოქმედების გამოცდილება მიიღეს. ნატოს წვრთნის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ნუგზარ ცინცაძის შეფასებით, სწავლება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მრავალეროვნულ შტაბებში მუშაობის გამოცდილებას აძლევს და ალიანსის სტანდარტებთან აახლოვებს.
XS
SM
MD
LG