Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა ჟენევის მოლაპარაკება


გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით, ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია განახლდა. ორდღიანი შეხვედრისას თბილისის დელეგაცია ყურადღებას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გაამახვილებს. ჟენევის დისკუსიისას რუსეთის დელეგაცია მოითხოვს, რომ საქართველოს მხრიდან სამხედრო მოქმედებების განახლების აღმკვეთი მექანიზმი შემუშავდეს. ამასვე მოითხოვს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაც. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები ორდღიან მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG