Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი სერბიაში ჩავიდა ურთიერთობების "განსაახლებლად"


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს სერბიაში ჩავიდა ურთიერთობების "განსაახლებლად" კოსოვოს საკითხში უთანხმოების მიუხედავად. სერბიაში ამერიკას ჯერაც ბევრი მიიჩნევს ანტისერბულ ქვეყნად, ვინაიდან 1999 წელს შეერთებული შტატების მეთაურობით ნატოს ჯარებმა დაბომბეს სერბია და, მეორე მხრივ, ვაშინგტონმა 2008 წლის თებერვალში კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. ბაიდენი ბელგრადში ჩავიდა სარაევოდან, სადაც მან გააფრთხილა ბოსნიის მრავალეთნიკური ხელმძღვანელობა, რომ ეთნიკური დაპირისპირებების გამო ბოსნი რეგიონის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა დარჩება და, შესაძლებელია, ეთნიკური კონფლიქტების ქაოსშიც კი დაბრუნდეს. ბაიდენი რეგიონში ტურნეს ხუთშაბათს დაასრულებს კოსოვოში.
XS
SM
MD
LG