Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა


„საქართველოს რკინიგზამ“ დღეს განაცხადა, რომ ბოლო ხანს ქვეყნის ტერიტორიით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს ტენდენცია რკინიგზის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციის განცხადებებით ახსნა. კერძოდ, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ გახშირდა რკინიგზის გადაკეტვის განცხადებები და გაიჟღერა აფეთქების გეგმამ. მისივე თქმით, მსგავს განცხადებებს გადამზიდავები სათუთად ეკიდებიან, რის გამოც, ისეთმა ძლიერმა კომპანიებმა, როგორიც „შევრონი“ და „ექსონია,“ საქართველოს მიმართულებით ტვირთის გადაზიდვა ან შეაჩერეს, ან მოცულობა შეამცირეს. ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, გადაზიდვის მოცულობის შემცირების პირობებში, „საქართველოს რკინიგზა“ იძულებული იქნება თანამშრომელთა რაოდენობა შეამციროს, რაც მისივე შეფასებით, შემოსავლის გარეშე დაახლოებით 35 ათას მოქალაქეს დატოვებს. რკინიგზის აფეთქების გეგმას ირაკლი ეზუგბაიას ფანტაზიად და გაუგებარ განცხადებად აფასებს „ალიანსის საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე. რაც შეეხება რკინიგზის გადაკეტვას, მან რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ამ ეტაპამდე, ეს ოპოზიციის გეგმა არ ყოფილა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას გადააბრალოს ყველა პრობლემა, რომელიც ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ შექმნა
XS
SM
MD
LG