Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როქსანა საბერი გათავისუფლების შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა


ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, 32 წლის როქსანა საბერი - რომელმაც ოთხი თვე დაჰყო ირანის ციხეში - შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. საბერი პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდა, საიდანაც რამდენიმე დღეში გადაფრინდება სახლში, ჩრდილოეთ დაკოტას შტატში. ვაშინგტონის აეროპორტში საბერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს ”ძალიან კარგად” გრძნობს. მისი თქმით, იმ პირებს შორის, ვინც მას პატიმრობის დროს მხარში ედგა, იყვნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები.
XS
SM
MD
LG