Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიასა და ლიბანში ვიზიტს იწყებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიასა და ლიბანში სამდღიან ვიზიტს იწყებს. დამასკში ლავროვი ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრება. რუსეთი არ არის ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. სირიაში ყოფნისას ლავროვი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსაც უნდა შეხვდეს ახლო აღმოსავლეთის პროცესზე სალაპარაკოდ. რუსეთს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მედიატორთა ოთხეულის წევრია, წლის ბოლოსკენ სამშვიდობო კონფერენციის მოწყობა სურს. სირიიდან ლავროვი ლიბანში ჩავა და ქვეყნის დაპირისპირებულ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის ურთიერთობის სტაბილიზაციის გზებზე გამართავს მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG