Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჰამად ხათამი ყოფილ პრემიერ მინისტრს უჭერს მხარს


ირანის ყოფილმა რეფორმატორმა პრეზიდენტმა, მოჰამად ხათამიმ დღეს თეირანში, აზადის სტადიონზე შეკრებილ ათასობით ახალგაზრდა მომხრეს მოუწოდა, 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მირ ჰოსეინ მუსავის დაუჭირონ. ხათამიმ შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ ისინი საარჩევნო ყუთებთან უნდა მივიდნენ და ხმა მუსავის უნდა მისცენ, და ამით ”შეასრულონ ვალდებულება რევოლუციისა და ისლამისადმი, და ამავე დროს განსაზღვრონ თავიანთი ბედი.” მუსავი ამჟამინდელ პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჟადს და კიდევ ორ კანდიდატს გაუწევს კონკურენციას.
XS
SM
MD
LG