Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარდალი პეტრეუსი მიესალმება გუანტანამოს დახურვას


შეერთებული შტატების ჯარის სარდალი, დევიდ პეტრეუსი, აცხადებს, რომ გუანტანამოს საპატიმროს მოსალოდნელი დახურვა და დაკითხვის ე.წ. ”გაფართოებულ” მეთოდებზე უარის თქმა დადებითად აისახება შეერთებული შტატების ნაბიჯებზე ერაყსა და ავღანეთში - ისევე როგორც მის ბრძოლაზე ტრანსნაციონალურ ექსტრემიზმთან. პრაღაში რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დევიდ პეტრეუსმა თქვა, რომ გუანტანამოს ”გააზრებული” დახურვა ”მნიშვნელოვან სიგნალს უგზავნის მსოფლიოს. ამასვე აკეთებს შეერთებული შტატების მიერ ჟენევის კონვენციების დაცვა დაკავებულთა მოპყრობისას.”კუბაზე განთავსებული გუანტანამოს საპატიმროს ერთი წლის ფარგლებში დახურვის ბრძანება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იანვარში გასცა.
XS
SM
MD
LG