Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი სავალუტო ბირჟის ვაჭრობებში აღარ ჩაერევა


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ბანკმა გადაწყვიტა აღარ ჩაერიოს თბილისის სავალუტო ბირჟის ვაჭრობებში და სავალუტო ინტერვენციები აწარმოოს მხოლოდ აუქციონების მეშვეობით. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქადაგიძემ განაცხადა, რომ ამის შედეგად ლარის გაცვლითი კურსი დადგინდება არა სავალუტო ბირჟაზე მიღწეული გარიგებების მიხედვით, არამედ აუქციონზე დაფიქსირებული გარიგების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით. ქადაგიძის თქმით, ეს არ წარმოადგენს ბანკის სავალუტო პოლიტიკის ცვლილებას. მარტში საერთაშრისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო დადებითად გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გეგმებს უცხოური ვალუტის გაცვლითი აუქციონების შემოღების თაობაზე.
XS
SM
MD
LG