Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სვატის ხეობაში ბრძოლა გრძელდება


პაკისტანის სამხედრო ძალებმა დღეს განაცხადეს, რომ ჩრდილოდასავლეთით მდებარე სვატის ხეობაში თალიბანის განდევნის მიზნით წარმოებული ბრძოლა ”ძლიერ წინააღმდეგობას” აწყდება. გენერალ-მაიორ ათარ აბასის თქმით, სვატის დედაქალაქ მინგორაზე კონტროლის დამყარებას შესაძლოა თითქმის 10 დღე დასჭირდეს. ჩრდილოდასავლეთში შეტაკებები უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება. გაეროს ინფორმაციით, შეტაკებების გამო ხეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და ლტოლვილად იქცა.
XS
SM
MD
LG