Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთი კორეის ნაბიჯი დაგმო


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაგმო ჩრდილოეთი კორეის მიერ ბირთვული ტესტის ჩატარება, რაც გაეროს ადრინდელი რეზოლუციების აშკარა დარღვევაა. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის დაუყოვნებლივ შეუდგება მუშაობას ახალ, სავალდებულოდ შესასრულებელ რეზოლუციაზე, რომელიც იქნება პასუხი ჩრდილოეთი კორეის ქმედებებზე. გუშინ გაეროში იაპონიის მოთხოვნით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ჩრდილოეთმა კორეამ ორშაბათს მეორედ ჩაატარა ბირთვული გამოცდა. პირველად ეს 2006 წელს მოხდა. აშშ-ს ელჩმა გაეროში სიუზან რაისმა ჩრდილოეთი კორეის მიერ ჩატარებულ ტესტს ”საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა” და განაცხადა, რომ აშშ ხელს შეუწყობს ”ძლიერი რეზოლუციის” მიღებას ჩრდილოეთი კორეის დასასჯელად მკაცრი ზომების გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG