Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტის არჩევნები 3 ივნისისთვის გადაიდო


მოლდავეთის პარლამენტმა 3 ივნისისთვის გადადო პრეზიდენტის არჩევნები. მიზეზად მმართველი კომუნისტური პარტიის ფრაქციამ ის დაასახელა, რომ ამაღლების დღესასწულის დღეს, დეპუტატებს შორის მიუღებელია დაპირისპირება. დღესვე ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა სერაფიმ ურეკიანუმ განაცხადა, რომ მზად არის, კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი კანდიდატურის წარმოყენების შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.
XS
SM
MD
LG