Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი კატეგორიულად უარყოფს თბილისის ბრალდებებს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი კატეგორიულად უარყოფს თბილისის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს მას “რუსეთის მხრიდან შანტაჟის გამო” შეეცვალოს საქართველოს შესახებ თავისი ბოლო მოხსენების ტექსტი. “კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მტკიცებას, თითქოს გენერალურ მდივანს საქართველოზე თავისი ანგარიში რუსეთის შანტაჟის შედეგად შეეცვალოს”, ნათქვამია ბან კი მუნის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაეროში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომელიც ალექსანდრე ლომაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც გაიმეორა, პრესსამსახურმა “ძალიან სამწუხარო” უწოდა. “გენერალური მდივანი უარყოფს ნებისმიერ მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მისამართით ამ საკითხზე რაიმე მუქარა გამოითქვა”, ვკითხულობთ გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG