Accessibility links

ავიაკატასტროფის გამო, ბრაზილიაში გლოვა გამოცხადდა


ატლანტიკის ოკეანის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პარიზში, ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში დღეს გაიმართება ღვთისმსახურება, რომელშიც მონაწილეობას ავიალაინერის მგზავრების და ეკიპაჟის წევრთა ახალობლები მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ფრანგული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, რომელშიც 228 ადამიანი იმყოფებოდა და რიო დე ჟანეიროდან პარიზში მიემგზავრებოდა, კატასტროფა ორშაბათს განიცადა. კატასტროფის რაიონში, სადაც თვითმფრინავის ფარგმენტები დაახლოებით ხუთ კილომეტრზეა გაფანტული, დღეიდან მუშაობას სპეციალური სამძებრო ხომალდი დაიწყებს. სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ ბრაზილიის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპული მგზავრების და თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთების ძებნა საკმაოდ რთული იქნება, რადგან კატასტროფის რაიონში ოკეანის სიღრმე 2-3 კილომეტრია.
XS
SM
MD
LG