Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით, სადაც ერთობლივად მოქმედებენ ამერიკელი და ფრანგი ჯარისკაცები. მიღებული ცნობების თანახმად, ხუთშაბათს ამერიკელთა ავტომანქანა თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რის შემდეგაც მანქანაში მყოფთ ცეცხლი გაუხსნეს მცირეკალიბრიანი იარაღიდან. რეგიონში, სადაც თავდასხმა მოხდა, მოქმედებს “ჰეზბ-ე-ისლამის” რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც სათავეში უდგას ავღანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გულბუდინ ჰექმათიარი. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG