Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შავი ყუთების“ საძებნელად ატომური წყალქვეშა ნავი დაიძრა


საფრანგეთმა ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა ატლანტის ოკეანის იმ რაიონში, სადაც ორშაბათს კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია „ერ ფრანსის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა. წყალქვეშა ნავის ჰიდროსალოკაციო აღჭურვილობამ უნდა დააჩქაროს ე.წ. „შავი ყუთების“ პოვნა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის ავარიის მიზეზის დადგენას. ორშაბათს მომხდარი კატასტროფის შედეგად დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიმავალ აერობუსში მყოფი 228-ვე ადამიანი.
XS
SM
MD
LG