Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ფინანსური პაკეტი 2009 წლის ბიუჯეტის გაზრდასაც ითვალისწინებს


საქართველოში ახალი ფინანსური პაკეტი მზადდება ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. ფინანსურ პაკეტზე, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში გაიმართება, დღეს დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და ევრონული ბანკის წარმომადგენლებმა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ფინანსური პაკეტი ითვალისწინებს 2009 წლის ბიუჯეტის გაზრდას, სახაზინო ვალდებულებებით შიდა ვალის აღებას და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების სხვა ინიციატივებს.
XS
SM
MD
LG