Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა "რთული" უწოდა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას "რთული" უწოდა. დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, მედვედევმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან რეგიონში 300-ზე მეტი ტერორისტული აქტი აღირიცხა. დაიღუპა სამართალდამცველი ორგანოების 75 თანამშრომელი და 48 მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულ იქნა 112 მეამბოხე. უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელზეც ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს, მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ რუსეთის რეგიონების გუბერნატორებმა. 5 ივნისს დაღესტნის დედაქალაქში მოკლეს ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ადილგერეი მაგომედთაგიროვი. ამ მკვლელობას მედვედევმა "სახელმწიფოს გამოწვევა" უწოდა და მაგომედთაგიროვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.
XS
SM
MD
LG