Accessibility links

ხმების 68 პროცენტის დათვლის შემდეგ ირანის არჩევნებში აჰმადინეჟადი ლიდერობს


ირანში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 68 პროცენტის დათვლის შემდეგ 66 პროცენტით ლიდერობს ამჟამინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ამავე წყაროს ინფორმაციით, მის მთავარ მეტოქეს, მირ ჰოსეინ მუსავის მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 31-მა პროცენტმა. აჰმადინეჟადმაც და მუსავიმაც თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს. მუსავიმ ხელისუფლება კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG