Accessibility links

logo-print

ირანში შვიდი ადამიანი დაიღუპა საპროტესტო გამოსვლებისას


ირანის სახელმწიფო მედიასაშაულებების ცნობით, ორშაბათს შვიდი ადამიანი იქნა მოკლული და რამდენიმე დაიჭრა თეირანში საპროტესტო აქციების დროს. საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ ცნობით, სროლა, რომლის დროსაც შვიდი ადამიანი დაიღუპა, დაიწყო მას მერე, რაც საპროტესტო გამოსვლისას რამდენიმე ადამიანი შეეცახა შეჭრილიყო მთავრობის მხარდამჭერი მკაცრი კურსის მომხრე ბასიჯის ისლამური გასამხედროებული ორგანიზაციის შენობაში. ორშაბათს ირანის დედაქალაქში არასანქციონირებულ დემონსტრაციაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც იტყობინებიან, ირანში ყველაზე ფარტო მასშტაბის ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG