Accessibility links

logo-print

ბოკერიამ და ტეფტმა კლინტონის და ვაშაძის მომავალ შეხვედრაზე იმსჯელეს


დღეს მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ და აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა იმსჯელეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის მომზადებაზე. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ჰილარი კლინტონი და გრიგოლ ვაშაძე ორი ქვეყნის ურთიერთობის, თავდაცვის, ენერგეტიკის და დემოკრატიული რეფორმების საკითხებს განიხილავენ. გიგა ბოკერიას განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო გეგმად გარდაქმნა. გრიგოლ ვაშაძე და ჰილარი კლინტონს ვაშინგტონში 22 ივნისს შეხვდება.
XS
SM
MD
LG