Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე ჭანჭახზე ახალი ხიდი აშენდება


მამისონის უღელტეხილიდან ოციოდე კილომეტრში, მდინარე ჭანჭახზე ჩანგრეული ხიდის ნაცვლად ახალი ხიდი აშენდება. სააქციო საზოგადოება „ხიდმშენის“ წარმომადგენლის განცხადებით, მშენებლობა, სავარაუდოდ, ხუთ დღეს გასტანს. ხვალ დილით დაიწყება ხიდისკენ მიმავალი გზის გაწმენდა, რის შემდეგაც მოხდება რკინის კონსტრუქციის ელემენტების ტრანსპორტირება. ე.წ. ნიკოლოზის ხიდი, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ააფეთქეს დაუდგენელმა პირებმა, რასაც ადგილობირივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG