Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ირანის საშინაო საქმეებში ერეოდეს


ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დევიდ მილიბენდის განცხადებით, უცხოეთს მხარდაჭერა არ გაუწევია ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებისთვის, რაც ირანში მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნების სადავო შედეგს. მილიბენდმა უსაფუძვლო უწოდა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ბრალდებას, თითქოს შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ერეოდნენ ისლამური რესპუბლიკის საშინაო საქმეებში. მილიბენდის განცხადებით, ირანელ ხალხზეა დამოკიდებული ირანის მმართველთა არჩევა, ხოლო ირანის ხელისუფლებას ევალება არჩევნების სამართლიანობაზე ზრუნვა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა თეირანში “ტერორისტებთან” პოლიციის შეტაკების დროს.
XS
SM
MD
LG