Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა


დღეს ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი კომისიის პირველი სხდომაც. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უნდა შეხვედროდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, მაგრამ კლინტონს ხელი აქვს მოტეხილი და მის ნაცვლად ვაშაძეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი მასპინძლობდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა. სტაინბერგის თქმით, აშშ კვლავაც ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამასთან, მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. როგორც გრიგოლ ვაშაძემ თქვა, მხარეებმა "განიხილეს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც საერთაშორისო ორმხრივ ინსტრუმენტებად უნდა გარდაიქმნას". მისი სიტყვებით, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
XS
SM
MD
LG