Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რელიგიური ლიდერი არ აპირებს არჩევნების გამო ზეწოლას დაემორჩილოს


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მმართველობა არ დაემორჩილება არჩევნების სადავო შედეგების გამო ზეწოლას. აიათოლამ თქვა, რომ ის მტკიცედ გაატარებს არჩევნების შესახებ კანონს, და რომ ხელისუფლება და ხალხი არ დაემორჩილება ზეწოლას არაფრის ფასად. განცხადება მოჰყვა 12 ივნისს გამართული არჩევნების შემდგომ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, გაიმარჯვა პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა. დღესვე ამ არჩევნებზე კონსერვატორმა კანდიდატმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ მან თავისი საჩივარი არჩევნებზე დარღვევების შესახებ უკან გამოიტანა, “ქვეყნის გულისთვის”.
XS
SM
MD
LG