Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია აპროტესტებს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებას


სერბიამ ახსნა-განმარტება მოითხოვა ბულგარეთში დაპატიმრებული კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აგიმ ჩეკუს გათავისუფლების გამო. სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა თხოვნით მიმართა სოფიას, განმარტოს, თუ რატომ გაათავისუფლეს ჩეკუ, რომელიც ბელგრადის მოთხოვნით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს ცნობა ჩეკუს დიპლომატიური ხელშეუხებლობის შესახებ. ჩეკუს, რომელიც 90-იან წლებში კოსოვოს განთავისუფლების არმიას ხელმძღვანელობდა, ბელგრადი ბრალს სდებს სერბების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.
XS
SM
MD
LG