ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და რუსეთი შეთანხმდნენ, განაახლონ სამხედრო თანამშრომლობა. ამის შესახებ განაცხადა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იააპ დე ჰოოპ სხეფერმა, საბერძნეთში, კორფუზე, ნატოს წევრი ქვეყნებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. სხეფერმა თქვა ასევე, რომ მოქმედი რუსეთ-ნატოს საბჭო გვიჭირდება, რადგან რუსეთი გლობალური მოთამაშეა, მნიშვნელოვანი მოთამაშე. ეს იყო ნატოსა და რუსეთის ამ დონის პირველი შეხვედრა, შარშან აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შეჭრის შემდეგ. გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ნატოს და რუსეთს სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. სხეფერმა დაადასტურა, რომ ალიანსი საქართველოს ტერტიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და ამ საკითხში, მოსკოვისგან განსხვავებული შეხედულება აქვს. თუმცა, თქვა მან, ამ უთანხმოებამ, ნატო-რუსეთის საბჭოს მსვლელობა არ უნდა შეაჩეროს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ კავკასიაში ახალი რეალობა უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ყველაზე პოპულარული
1